სერბეთმა გადაიფიქრა ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტის გაძევება

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეცვალა მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, ქვეყნიდან გაეძევებინა ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი ანტონ ბობრიშევი – აცხადებს “ს დემოკრატიული საზოგადოება”, ომის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი სერბეთის რუსული დიასპორიდან.
ბობრიშევი, რომელიც ცოლთან ერთად სერბეთში რვა წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად, მონაწილეობდა ბელგრადში გამართულ ომის საწინააღმდეგო აქციებში. გასული წლის ივნისში, მან ბელგრადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პანცევოში მოაწყო აქცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და კრემლის კრიტიკოსის, ს მხარდასაჭერად. ნავალნი ს ციხეში თებერვალში გარდაიცვალა.
16 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ბობრიშევის თხოვნა უძრავი ქონების ფლობის საფუძველზე დროებითი ბინადრობის უფლების მიღებაზე და მას ქვეყნის დატოვება უბრძანა. სამი დღის შემდეგ, სამინისტრომ ბობრიშევს 30 დღე მისცა სერბეთის დასატოვებლად, გასულ კვირაში კი უარი თქვა მის თხოვნაზე, გახანგრძლივებოდა ბინადრობის უფლება. სამინისტრომ ეს ახსნა იმ მოტივით, რომ აქტივისტი “სერბეთის უშიშროებას უქმნის საფრთხეს”.
თუმცა ბობრიშევისა და მისი ადვოკატის მხრიდან გასაჩივრების შემდეგ, 23 ოქტომბერს სამინისტრომ გააუქმა თავის მიერვე გაცემული გაძევების ბრძანება, სანამ საჩივრებს შესაბამისი უწყებები განიხილავენ, – წერს “რუსეთის დემოკრატიული საზოგადოება” ტელეგრამით.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა