სერბეთი ტრიბუნებზე გაჟღერებული შეძახილების გამო ევრო 2024-ის დატოვებით იმუქრება

სერბეთის საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის ტურნირის დატოვებით იმუქრება. განცხადება, სერბეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, იოვან შურბატოვიჩმა გააკეთა.
19 ივნისს ალბანეთისა და ხორვატიის ნაკრებების თამაში ჩატარდა. ტრიბუნაზე შეკრებილი როგორც ალბანელი, ისე ხორვატი გულშემატკივარი “მოკალი სერბს” სკანდირებდა.
შურბატოვიჩის თქმით, თუ UEFA არ მოახდენს მომხდარზე რეაგირებას და არ დაასანქცირებს ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებებს, სერბეთი ტურნირს პროტესტის ნიშნად დატოვებს.
სერბეთმა ევროპის ჩემპიონატზე ორი მატჩი ჩაატარა. პირველ შეხვედრაში ნაკრები ინგლისთან დამარცხდა, ხოლო სლოვენიასთან ფრე ითამაშა. ბოლო თამაშის წაგების შემთხვევაში სერბეთი დიდი ალბათობით ტურნირს გამოეთიშება.