სერბეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროპის სანქციებს მანამ, სანამ ქვეყანას არ ექნება ევროკავშირის წევრობის გარანტიები. განაცხადა ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ნემანია სტაროვიჩმა გააკეთა.
მისი თქმით, სერბეთი მზადაა სრულად დაუჭიროს მხარი სანქციებს, თუ ევროკავშირის გაწევრიანება „აშკარა გახდება“. ამავდროულად, ნემანია სტაროვიჩმა თქვა, რომ ქვეყანამ უკვე საკმარისი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის „რუსეთის ფედერაციის აგრესიის ცალსახად დაგმობით“.
„თუ ჩვენ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის საკმარისად არ ვაკეთებთ, ჩემი პასუხი მარტივია: უკრაინელებს მიეცით საშუალება, თავად ისაუბრონ“, – თქვა სტაროვიჩმა.
