სერბეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც საშუალებას იძლევა აღებულ იქნეს, იუგოსლავიის არმიის გენერალური შტაბის შენობა, რომელიც 1999 წელს ნატოს დაბომბვის შედეგად დაინგრა. ეს დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახს გზას უხსნის მის ადგილას ფეშენებელური სასტუმროს აშენებისკენ, იუწყება The New York Times-ი.
ბელგრადის ცენტრში სასტუმროს აშენების გეგმები შარშან გაზაფხულზე დამტკიცდა. პროექტის ღირებულება, სავარაუდოდ, 500 მილიონი დოლარია და მშენებლობას ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი განახორციელებს. 2024 წლის ნოემბერში სერბეთის მთავრობამ შენობას გაუუქმა დაცული ობიექტის სტატუსი, რამაც ისტორიული მემკვიდრეობის დამცველების აღშფოთება გამოიწვია.
მშენებლობის გეგმები გაიყინა მას შემდეგ, რაც ჩინოვნიკები, რომლებმაც დაამტკიცეს პროექტი, თაღლითობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, პროკურატურამ სახელმწიფო კულტურის ინსტიტუტის დირექტორს ბრალი დასდო, რომ მან საბუთები გააყალბა იმ მიზნით, რომ გამართლებულიყო შენობისთვის დაცული ობიექტის სტატუსის მოხსნა.
გასულ შაბათ-კვირას კანონმდებლებმა პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველი პარტიიდან პარლამენტში წარადგინეს სპეციალური კანონპროექტი, რომელიც კომპლექსის მშენებლობისთვის ჩვეულებრივი პროცედურების გვერდის ავლის საშუალებას იძლევა. დოკუმენტი შემუშავდა კონსტიტუციური პროცედურის შესაბამისად, რომელიც ექსპერტების თქმით, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა იქნეს გამოყენებული.
ოპოზიცია სასტუმროს მშენებლობის პროექტს ეწინააღმდეგება. პარლამენტის წევრმა მარინიკა ტეპიჩმა იუგოსლავიის არმიის გენერალური შტაბის შენობას უწოდა „წინააღმდეგობის სიმბოლო და იმის დასტური, რომ დანგრეული ერი და დაშლილი სახელმწიფო შეიძლება აღორძინდეს“. მან განაცხადა, რომ სასტუმრო „დონალდ ტრამპის გულის მოსაგებად“ შენდება.
ფორუმი




