„სერბეთის სასახლეში“ მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

„სერბეთის სასახლეში” მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ჯურო მატუცის და ეროვნული კრების თავმჯდომარეს, ანა ბრნაბიჩს.
„საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, , გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 19 დეკემბერს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაიას მეუღლე: მოწოდება არც საჯარო იყო, რადგან დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო და კონსტიტუცია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

ნიკოლ ფაშინიანი – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს – ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი