სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აშშ-ში მოკლევადიანი ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა. ინფორმაციას POLITICO სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ვუჩიჩი 2 მაისს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ბელგრადში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერბეთის ლიდერს აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსანთან ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი და ასევე სურდა, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვედროდა. ამავე ცნობებით, ვუჩიჩი ფლორიდაში 30 აპრილს ჩავიდა და ნიუ-იორკის ყოფილ მერს, რუდი ჯულიანისა და სერბ ანტრეპრენერებს შეხვდა.
აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელმა სპეციალურ მისიებში, რიჩარდ გრენელმა ვუჩიჩს X-ზე კარგად ყოფნა უსურვა.
“ვწუხვარ, რომ ვერ შევხვდით, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგადაა”. – დაწერა გრენელმა.