სერბეთის პრეზიდენტის თქმით, პუტინის მიწვევის მიუხედავად, BRISC-ის სამიტს არ დაესწრება

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ოქტომბერში რუსეთში BRICS-ის გამართულ სამიტზე დასწრებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ს პრეზიდენტის სგან მიწვევა მიიღო.
სერბეთის პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ მას აღნიშნულ სამიტზე სტუმრობა არ შეეძლო, რადგან “მნიშვნელოვანი სტუმრები ეყოლება”.
ამასთან, ვუჩიჩმა ახლახანს, რუსეთთან კავშირი სრულად უარყო და აღნიშნა, რომ რუსეთის ში შეჭრის დაწყებიდან დღემდე, პუტინს არც კი შეხვედრია.
ამის მიუხედავად, სერბეთის სხვა მაღალი თანამდებობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერმინისტრ ალექსანდარ ვულინი ამტკიცებს, რომ რუსეთი სერბეთის ახლო მოკავშირედ რჩება.
BRICS-ის ქვეყნებია: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.