სერბეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

სერბეთის პარლამენტმა ხმათა დიდი უპირატესობით დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომლის ორი წევრი გასული წლის შემდეგ -ის სანქციათა სიაშია შეყვანილი.
საკანონმდებლო ორგანომ 2 მაისს 152 ხმით 61-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი ახალ მთავრობას. თავი არცერთ დეპუტატს არ შეუკავებია, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა 250 დეპუტატიდან მხოლოდ 213-მა მიიღო. კენჭისყრის წინ დებატები ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ახალ მთავრობაში იქნებიან 25 მინისტრი და ხუთი უპორტფელო მინისტრი.
კაბინეტის ორი წევრი, რომლებსაც აშშ-ის სანქციები ეხებათ, არის ალექსანდარ ვულინი, რომელიც ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს და ნენად პოპოვიჩი, რომელიც იქნება ერთ-ერთი უპორტფელო მინისტრი.
ვულინი არის სერბეთის BIA-ის უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი დირექტორი. მას აშშ-მა სანქციები დაუწესა “კორუმპირებული და დესტაბილიზაციის მომტანი ნაბიჯებისთვის, რომლებმაც ასევე ხელი შეუწყო რეგიონში ს მავნებლურ ქმედებებს”. პოპოვიჩი ბიზნესმენია და სანქციების სიაში შეყვანილ იქნა გავრცელებული ცნობების გამო, რომ “მუშაობს ან მუშაობდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის ელექტრონულ სექტორში”.
აშშ-მა “იმედგაცრუება” გამოხატა, რომ აშშ-ის სანქციათა სიაში შეყვანილი ეს ორი პირი ახალი მთავრობის შემადგენლობაში დაამტკიცეს.