სერბეთის მთავრობა გადადგა – Politico

სერბეთის მთავრობა გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იანვარში მიიღო, სერბეთის პარლამენტმა მისი მთავრობის გადადგომას ოფიციალურად 19 მარტს დაუჭირა მხარი, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რამდენიმე კვირაა მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, თუ პრემიერმინისტრის გადადგომის შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდება მომდევნო 30 დღის მანძილზე, ვადამდელი საპარლამენტო ივნისში ჩაინიშნება.
სერბეთში უკვე რამდენიმე თვეა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.
tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი