სერბეთის თქმით, მისთვის რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობა „სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესს“ წარმოადგენს

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა 21 მარტს თქვა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობები ბელგრადისთვის „სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესს“ განეკუთვნება.
დაჩიჩმა ეს განცხადება გააკეთა სერბეთის მედიასთან საუბრისას მას შემდეგ, რაც ის მოსკოვში შეხვდა ს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. დაჩიჩმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა რუსეთს მისი „მტკიცე“ პოზიციისა და სერბეთის დახმარებისთვის კოსოვოს საკითხში. „ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რომ [გაეროს] უშიშროების საბჭოში ერთი მყარი ხმა გვაქვს“, – თქვა დაჩიჩმა.
სერბეთი, რუსეთი და ჩინეთი არ აღიარებენ კოსოვოს, რომელმაც 2008 წელს გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა და დასავლეთის უმეტესი სახელმწიფოს მიერ იქნა აღიარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია