სერბეთის დედაქალაქში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე ვითარება პერიოდულად იძაბება – დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებსა და სპეცრაზმს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერბეთის პრეზიდენტისთვის, ალექსანდარ ვუჩიჩისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად დრო 28 ივნისის 21:00 საათამდე მისცეს.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმი სამთავრობო შენობების გარშემო, პარლამენტთან და ახლო მდებარე “პიონირსკი პარკთანაა” განლაგებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)