სეჟურნე: უკრაინა საბრძოლო მასალას გვთხოვს ახლა, ჯარს არა, მომავალში არაფერს გამოვრიცხავთ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის წარმომადგენლებთან ლიტვაში გამართულ შეხვედრაზე ში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
“რუსეთმა არ უნდა გვიკარნახოს, როგორ უნდა დავეხმაროთ უკრაინას შემდეგ თვეებსა თუ წელიწადებში. რუსეთმა არ უნდა გაუწიოს ორგანიზება, თუ როგორ ვახორციელებთ ჩვენს ქმედებებს, ან როგორ ვავლებთ წითელ ხაზებს. ამიტომ, ჩვენს შორის უნდა გადავწყვიტოთ”. – თქვა სეჟურნემ.
სეჟურნემ თქვა, რომ ამ ეტაპზე უკრაინა არ ითხოვს ჯარის დახმარებას, არამედ საარტილერიო საბრძოლო მასალის დეფიციტს განიცდის, რაც ს მხრიდან თავდასხმების მოგერიებაში უშლის ხელს. თუმცა, მანვე დაამატა, რომ მომავალში ეს ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს.
“უკრაინას არ უთხოვია ჩვენთვის ჯარისკაცების გაგზავნა. უკრაინა მოცემულ მომენტში გვთხოვს საბრძოლო მასალის გაგზავნას. შემდეგ თვეებში არაფერს არ გამოვრიცხავთ”. – თქვა სეჟურნემ.
სეჟურნემ განნაღმვითი ოპერაციის შესაძლებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს “შეიძლება გულისხმობდეს გარკვეულ პერსონალს, (რედ. – მაგრამ) არა ბრძოლას”.
სეჟურნემ ასევე ახსენა შესაძლებლობა, რომ მოსკოვმა მიზანში ბალტიისპირეთის ქვეყნები ამოიღოს, რომლებიც წარსულში საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ, ახლა კი ევროკავშირსა და NATO-ში შედიან.
შეხვედრაზე ფრანგი პოლიტიკოსის მიერ უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობაზე გამოთქმული აზრს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეკრების თავმჯდომარე, გაბრიელიუს ლანდსბერგისიც დაეთანხმა.
“არ უნდა იყოს არანაირი “მაგრამ”. წითელი ხაზები რუსეთისთვის უნდა გავავლოთ და არა ჩვენთვის. უკრაინის მხარდაჭერის არანაირი ფორმა არ უნდა იყოს გამორიცხული. უკრაინის დახმარება უნდა გავაგრძელოთ, სადაც ყველაზე საჭირო იქნება”. – თქვა ლანდსბერგისმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ თქვა, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან ესკალაციის შიში უსაფუძვლოა.
“რანაირი ესკალაციის გეშინიათ? კიდევ რა უნდა დაემართოს უკრაინას, რათა მიხვდეთ, რომ ეს შიში გამოუსადეგია? რას მოელით, რომ პუტინი გააკეთებს? “მე გამოვგზავნე ტანკები, მაგრამ რაკეტები და ჯარი არ გამომიგზავნია, ამიტომ, იქნებ უკეთ მომეპყრობი, ვიდრე სხვებს”? პუტინი ასე არ აზროვნებს და ევროპას ასე არ ეპყრობა”. – თქვა კულებამ.
მანამდე, უკრაინაში ჯარის შეყვანა არ გამორიცხა არც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ.
“NATO-ს ძალების ყოფნა უკრაინაში არ არის წარმოუდგენელი. მე ვაფასებ საფრანგეთის პრეზიდენტი ს ინიციატივას, რადგან, მისი მეშვეობით, პუტინს უნდა ეშინოდეს და არა ჩვენ პუტინის.” – ციტირებს შიკორსკის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცნობა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განიხილებოდა, თავდაპირველად ს პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ გაავრცელა, რაც შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მაკრონის თქმით, ამ შესაძლებლობა ძალიან თავისუფლად და პირდაპირ” განიხილავენ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.
კრემლში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ თუ ევროპული ქვეყნები უკრაინაში სამხედროებს განალაგებენ, მაშინ NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება. მაკრონის სიტყვებს თავად ვლადიმირ პუტინიც გამოეხმაურა და “პოტენციურ ინტერვენტებს” “ტრაგიკული” შედეგებით დაემუქრა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს. ამავე შინაარსის კომენტარი გააკეთეს -ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც.