„სენტ-ეტიენმა“ 24 წლის გარემარბის ზურიკო დავითაშვილის სანაცვლოდ „ბეშიქთაშს“ 20 მილიონი ევრო მოსთხოვა, – იტყობინება fotomac-ი.
გამოცემის ცნობით, სტამბოლურმა კლუბმა ეს თანხა გადაჭარბებულად მიიჩნია და ქართველს არ შეიძენს. ის სავარაუდოდ რომელიმე სხვა ფრანგულ გუნდში გააგრძელებს კარიერას.
დავითაშვილმა გასულ სეზონში ლიგა 1-ის 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 10 მილიონია.
„ბეშიქთაში“ აგრეთვე ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას გადაბირებას ცდილობდა, 20 მილიონის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ „ნაპოლისგან“ უარი მიიღო, რადგან „ალ კადისია“ მასში 30 მილიონს იხდის.
რონალდო თუ მესი – კვარაცხელიამ კითხვაზე მოულოდნელი პასუხი გასცა
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო – გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია
კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე გაირკვა
