“სენტ ეტიენი” 2-3 წელიწადში მის სარფიანად გაყიდვას შეეცდება” – “ბორდოს” ყოფილმა მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა

რამდენიმე დღის წინ “სენტ ეტიენმა” “ბორდოდან” ზურიკო დავითაშვილი გაიფორმა. “მწვანეებმა” “ჟირონდელებს” ქართველის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაუხადა.
“ბორდოს” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ გიონმა ზურიკოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “სენტ ეტიენი” 2-3 წელიწადში მის სარფიანად გასხვისებას შეეცდება.
“ზურიკო შესანიშნავი ბიჭია, ყოველთვის იღიმის, ჭკვიანია და სხარტად აზროვნებს.
ის თავდაჯერებულია და ბურთის მიღებაზე უარს არასდროს ამბობს, რაც მწვრთნელისთვის დიდი სიამოვნებაა.
ლიგა 1 ლიგა 2-ისგან განსხვავდება და ბურთით თამაშისას უფრო ყურადღებიანი უნდა იყოს, რადგან უმაღლეს ლიგაში მეტოქეები შეცდომას იშვიათად გპატიობენ.
დავითაშვილი შედეგიანობის მხრივ უნდა
განვითარდეს და სტაბილური გახდეს. შეიძლება 2-3 მატჩი შესანიშნავ დონეზე ჩაატაროს, მაგრამ შემდეგი ჩააგდოს. ამ მხრივ სამუშაო აქვს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშრომელია, მწვრთნელს ყოველთვის ყურადღებით უსმენს და ფეხბურთზე გიჟდება.
ის ჯერ ახალგაზრდაა, 3-4 წელი აქვს იმისთვის, რომ სათანადოდ განვითარდეს. ჩემი აზრით, “სენტ ეტიენი” 2-3 წელიწადში მის სარფიანად გაყიდვას შეეცდება”, – განაცხადა
გიონმა.
წყარო