ჩინეთში მიმდინარე შანხაის 1000 ქულიანი ტურნირის საწყის ეტაპზევე არაერთი სენსაცია ვიხილეთ.
მეორე წრეში ყველასთვის მოულოდნელად ერთ-ერთი ფავორიტი ბენ შელტონი (6) გამოცდილ ბელგიელთან, დავიდ გოფინთან (87) 2:6 4:6 დამარცხდა. ამერიკელმა კალათბურთელმა მეტოქის ჩაწოდება 3 ცდიდან ვერცერთხელ ვერ მოიგო, თვითონ კი ამდენჯერვე დაბრეიკდა. მოგეხსენებათ, შელტონმა ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში, ფრანგ ადრიენ მანარინოსთან მატჩის გაგრძელება ვერ მოახერხა (სეტებში 2-2 იყო), როგორც ჩანს, ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს. გოფინის მომავალი მეტოქე კანადელი გაბრიელ დიალო (35) იქნება.
ფრანსის ტიაფომ (29) მოულოდნელად კვალიფიკანტ გერმანელთან, იანიკ ჰანფმანთან (159) 6:7 2:6 1:6 წააგო. გერმანელმა ჩოგბურთელმა 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ ჩაწოდებას 52 % აწვდიდა, მეტოქე – 73, ამას ემატება გერმანელის 21 ეისი და ტიაფომ მატჩის რიტმი დაკარგა. ჰანფმანი ლორენცო სონეგოსა (44) და ფრანსის ტიაფოს დამარცხების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩს (4) დაუპირისპირდება.
2025 წელს შესანიშნავ სვლაზე მყოფი ყაზახი, ალექსანდრ ბუბლიკი (16), რომელმაც წელს უკვე 5 ტიტული მოიგო, მოულოდნელად მონტე კარლოელ ვალენტინ ვაშეროსთან (202) 6:3 3:6 4:6 დამარცხდა. პირველი სეტის მოგების შემდეგ მიჯრით 2 სეტში 2-ჯერ დაბრეიკდა, მატჩში გარდატეხის შეტანა ვეღარ მოახერხა და სენსაციურად ბუბლიკმა შანხაის ტურნირი ნაადრევად დატოვა. რაც შეეხება ვაშეროს, მონტე კარლოელის მომავალი მეტოქე ჩეხი მოას მახაჩი (22) იქნება.
დღის ბოლოს კი ნორვეგიელმა კასპერ რუდმა (12) დაგვტოვა. სკანდინავიელმა ზიზუ ბერგს (45) პირველი სეტი 6:3 მოუგო, მეორე სეტში ბელგიელმა მეტოქე მე-12 გეიმში დააბრეიკა და წონასწორობა აღადგინა, მესამე სეტში კი რუდი ტრავმამ შეაწუხა, 4:1-ზე კი შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ბერგსის მომავალი მეტოქე არგენტინელი ფრანსისკო სერუნდოლო (21) იქნება.
დაგეგმილი შეხვედრები 5 ოქტომბერს გაიმართება.
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
მხოლოდ 1 გეიმი – ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
