სენატში საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ

12 სექტემბერს -ის სენატში საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა გაიმართება „ანტი არასამთავრობო ორგანიზაციების კანონებსა და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტების“ შესახებ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე.
სენატში მომხსენებლებს შორის იქნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური მოძრაობის დირექტორთა საბჭოს წევრიცაა.
ეკა გიგაურთან ერთად, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმენენ არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს და Freedom House-ის ჩინეთის, ჰონგ კონგისა და ტაივანის კვლევის დირექტორს.

ასევე დაგაინტერესებთ

სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი – დღეს განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრამებზე, შენ რატომ მიგეგმავ რა უნდა დარჩეს? – ერთხელ გვიღალატეს, მტერს ჩაგვაბარეს, მაგრამ მეორეჯერ არ იქნება, არავინ დათმობს