სენატში დღეს “ქართველი ხალხის აქტზე” იმსჯელებენ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, დღეს, 25 სექტემბერს, “ქართველი ხალხის აქტზე” იმსჯელებენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები დოკუმენტში საბოლოო შესწორებებს განიხილავენ, რის შემდეგაც კანოპონპროექტს კენჭს უკვე სენატში უყრიან. მისი საბოლოოდ მიღება რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ “ქართველი ხალხის აქტი” დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს. სენატორების მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული