“სენატშიც სააკაშვილის მეგობრები არიან” – ზარქუა

“ქართული ოცნების” დეპუტატი სენატში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ამბობს:
ახლა ისევ ახალი სცენარი დაიწყეს – იქ, სადაც სჯერათ, იქ წაიღეთ ეს ინფორმაცია. სენატში, როგორც ევროპარლამენტში ამათი რეჟიმის მოკავშირეები არიან, მაგალითად, ქალბატონი შაჰინი, მოკავშირეა რეჟიმის, ის არასდროს ყოფილა საქართველოს მეგობარი, მასავით არიან იქ უამრავი ადამიანი, ვინც სააკაშვილის მეგობრები არიან, რეჟიმის მეგობრები. ჩვენი ქვეყნის მეგობრები რომ ყოფილიყვნენ, გამოვიდოდნენ, იტყოდნენ, ბოდიშს ვიხდით იმ არასწორი ცილისწამებების გამო და ვულოცავთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაწინაურებასო.