“სენატს მოვუწოდებ, მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს და დადგეს პუტინის ტირანიის წინააღმდეგ” | ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი სენატს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის მხარდაჭერას მოუწოდებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
“მე ვიცი, რომ შიგნით უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს, რას იზამს შეერთებული შტატები. ვფიქრობ, ს მხარს თუ არ დავუჭერთ, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? რას იზამს იაპონია, რომელიც ახლა უკრაინას უჭერს მხარს? რა დაემართება “დიდი შვიდეულის” პირობებს? რა დაემართება NATO-ს პირობებს, რას გააკეთებენ ისინი? ჩვენ თუ გვერდით გავალთ, სხვა შესაძლო აგრესორებს ეს მხოლოდ წააქეზებს. სწორედ ამიტომ, სენატს მოვუწოდებ, რამე ქნას, სწორი რამ – მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს და დადგეს პუტინის ტირანიის წინააღმდეგ. მხარი დაუჭიროს თავისუფლებას”, – განაცხადა ბაიდენმა.
History will judge us harshly if we turn our back on freedom’s cause in Ukraine.

We can’t let Putin win. pic.twitter.com/8ukz0fuxyB— President Biden (@POTUS) December 7, 2023