სენატორ სტივ დეინსთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა – ამბობს ირაკლი კობახიძე

მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორის, სტივ დეინსის და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ. პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც პარტნიორობას, ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს.
“სენატორ სტივ დეინსთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, კიდევ ერთხელ დავადასტურე მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა -სთან ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას;
საქართველო რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც პარტნიორებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას სთავაზობს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.
ირაკლი კობახიძისა და სტივ დეინსის შეხვედრას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილიც.
„სენატორის მხრიდან ძალიან ღრმა დაინტერესება იყო გამოჩენილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ის საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ეს ცალსახად იყო მისი მხრიდან ნათქვამი. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც მოხდა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე; იმ მიდგომებზე, რაც ყალიბდება აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით და ეს პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე“, – ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
სთან შეხვედრის შემდეგ x-ზე დაპოსტა თავად სენატორმაც.
“სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მკაცრად მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინ წასაწევად” – ეს არის ტექსტი, რომელიც მან გამოაქვეყნა სთან შეხვედრის შემდეგ.
რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სენატორი დეინსი საქართველოში “ქართული ოცნების” მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ხვდება.
“წინააღმდეგობის პლატფორმის” სახელით მასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “მან მოისმინა არა მხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი საკითხები, ასევე “სტრატეგიული გამოწვევის შესახებ, რაც ამერიკისთვის არსებობს ამ რეგიონში და საქართველოში და რომელიც მოითხოვს ამერიკისგან ძალიან დიდ ყურადღებას”.