სენატორმა შაჰინმა “ქართველი ხალხის აქტი” აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა

სენატორმა ჯინ შაჰინი წარადგინა “ქართველი ხალხის აქტი”, როგორც ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ძირითად ცვლილება. ინფორმაცია კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია.
„ქალბატონმა შაჰინმა შესწორება წარადგინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში, რომელიც 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის ან სხვა მიზნებისთვის დაფინანსებას გამოყოფს”. – წერია ვებგვერდზე.
ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წერს, რომ შესწორება მოითხოვს სანქციებს და დამატებით ზომებს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ცვლილება მოუწოდებს -ს მთავრობას, განიხილოს მოგზაურობის შეზღუდვები/სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერი ქმედებაზე, რომელიც ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ, რომელიც მოიცავს ძალადობას/დაშინებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების/ოპოზიციური პარტიების მიმართ.
გარდა ამისა, ჟურნალისტი წერს, რომ აღნიშნული ცვლილება ასევე მოუწოდებს სანქციების დაწესებისკენ “ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობის სახელით მომუშავე ხელმძღვანელ თანამდებობის პირად, მათ შორის სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივი ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით” — და მათი ოჯახის წევრების მიმართ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები