აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
„სენატორი დეინსი მიესალმება აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობას. სენატორმა დაადასტურა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ორმხრივი ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინ წაწევისთვის“, — ნათქვამია X-ზე, სენატორი დეინსის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
Senator Daines today welcomed the opportunity to meet with Georgian Prime Minister @PM_Kobakhidze to discuss strengthening U.S.-Georgia relations. The Senator affirmed Georgia’s crucial role in promoting peace and prosperity in the Caucasus and beyond, and he strongly encouraged… pic.twitter.com/uM0PKxmjlc — Steve Daines (@SteveDaines) May 30, 2025
ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. აღვნიშნე, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. აღვნიშნე, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია“, — განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სენატორი შეხვდა წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით შეხვდა სალომე ზურაბიშვილს.
