ეს შურისძიება ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის ფრონტზე დგას, არა მხოლოდ სამარცხვინოა, არამედ სახიფათოა, – ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი (დემოკრატიული პარტია), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯინ შაჰინი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, უკრაინის სამხედრო დახმარება დააპაუზოს.
„უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარი პუტინს უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ მისი ძალადობრივ აგრესიის ესკალაციისთვის. შედეგები უდავოდ დამანგრეველი იქნება“, – აღნიშნულია სენატორის განცხადებაში.
ჯინ შაჰინი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ ადმინისტრაციას, შეცვალოს კურსი და გახსოვდეთ, რომ ამერიკის ღირებულებები თავისუფალ სამყაროს ეკუთვნის და არა ავტოკრატებსა და მკვლელ დიქტატორებს“, – წერს სენატორი.
