სენატორი ჯინ შაჰინი იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ბრალდებულს აპრიორი იცავს – გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, შესაბამისად, მას დაცვა-პატრონობა სჭირდება

სენატორი ჯინ შაჰინი იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ბრალდებულს აპრიორი იცავს – გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, შესაბამისად, მას დაცვა-პატრონობა სჭირდება
უმაღლეს დონეზე ჩატარებული ოპერაციით სამართალს გაქცეული, ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება, ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მოქმედების ერთ-ერთი კარგი მაგალითია. სენატორი ჯინ შაჰინ იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ სამართლის უზენაესობას და კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ამ ყოველივეს თურმე ქართული დემოკრატიის დარტყმად აღიქვამს, ხოლო კრიმინალის აღზევება-დაუსჯელობას დემოკრატის ახალ ჩირაღდნად, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე, ჯინ შაჰინი პარიორი იცავს ბრალდებულს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, ხოლო სენატორი კვლავ უხეშად ერევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში. “სპეცოპერაციებითა და სამართალდამცავი უწყებების მიერ ძებნილების, მათ შორის სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დაკავებებით, შემდეგ კი -ის მართლმსაჯულებისათვის წარდგენით, შეერთებული შტატები მართლაც რომ მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოში.
უმაღლეს დონეზე ჩატარებული ოპერაციით სამართალს გაქცეული, ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება, ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მოქმედების ერთ-ერთი კარგი მაგალითია. სენატორი ჯინ შაჰინ იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ სამართლის უზენაესობას და კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ამ ყოველივეს თურმე ქართული დემოკრატიის დარტყმად აღიქვამს, ხოლო კრიმინალის აღზევება-დაუსჯელობას დემოკრატის ახალ ჩირაღდნად (დემოკრატიის შუქურა გამახსენდა უნებლიედ!). როგორც ჩანს, ძალიან სამარცხვინო განცხადებით ამიტომაც შეგვახსენა თავი ქალბატონმა სენატორმა; მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი არ გამოუტანია, ქალბატონი ჯინ შაჰინი ბრალდებულს აპრიორი იცავს, დავიჯერო საქმის დეტალები დანამდვილებით იცის? რა თქმა უნდა არა, აქ მთავარია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, შესაბამისად კი მას დაცვა-პატრონობა სჭირდება, ამით კი, კიდევ ერთხელ მოხდა ნიღბის ჩამოხსნა. სამწუხაროა, რომ ქალბატონი სენატორი ვერ ან არ ხვდება იმას, რომ ასეთი განცხადებებით კვლავ ერევა სუვერენულ სახელმწიფოს მართლმსაჯულების საქმეში, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყოველივე სპეციალურად კეთდებოდეს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესის ჩასაშლელად.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია