სენატორი ჯინ შაჰინი – იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა გაკვირვებული – ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა – გაკვირვებული , – ამის შესახებ დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თაობაზე წერს.

“ჩემი [წარდგენილი] “ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უგულვებელყოფს ქართველი ხალხის უდიდეს სურვილებს”, – წერს სენატორი შაჰინი პლატფორმა “X”-ზე.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და ს მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით