სენატორი ჯინ შაჰინი – ვნახეთ, რა გააკეთეს რუსებმა 2008 წელს საქართველოში, ვნახეთ, რა გააკეთეს 2014 წელს ყირიმში, ვნახეთ, როგორ შეიჭრნენ ში და გააგრძელებენ – ერთადერთი, რაც პუტინს ესმის, ზეწოლაა

ვნახეთ, რა გააკეთეს რუსებმა 2008 წელს საქართველოში, ვნახეთ რა გააკეთეს 2014 წელს ყირიმში – ერთადერთი, რაც პუტინს ესმის ზეწოლაა – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
სენატორის თქმით, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინზე და ს რეჟიმზე ზეწოლის მოხდენა ვერ მოახერხა.
“ვნახეთ, რა გააკეთეს მათ [რუსებმა] 2008 წელს საქართველოში, ვნახეთ, რა გააკეთეს მათ 2014 წელს ყირიმში, ვნახეთ, როგორ შეიჭრნენ ში და გააგრძელებენ, თუ საკმარისი არ დავინახეთ და რაიმე ზეწოლა არ მოვახდინეთ მათზე…
ვფიქრობ, ერთადერთი რამ, რაც ვლადიმირ პუტინს ესმის, ზეწოლაა და პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მოახერხა პუტინზე და ს რეჟიმზე ზეწოლის მოხდენა, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა აიძულოს”, – განაცხადა შაჰინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – გრძელდება მუშაობა განახლებული სამშვიდობო გეგმის დასახვეწად, ევროპასთან და ნატო-სთან დაკავშირებული ელემენტები წევრების თანხმობას მოითხოვს – მხოლოდ ერთი ერია, რომელსაც ომი სურს, რომელმაც უკანონო შეჭრა დაიწყო

ვახტანგ კაპანაძე – მნიშვნელოვანია ევროპის განცხადება, რომ უკრაინას ევროპის უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილად განიხილავენ – საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო შეიარაღებაში შეჯიბრს დასავლეთთან, რუსეთის შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია