სენატორი შაჰინი ჯაფარიძის დაკავებაზე: შემზარავი და უსამართლოა… კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს

„ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურა ჯაფარიძის დაკავება შემზარავი და უსამართლოა. მსგავსი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩახშობის წინააღმდეგ კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს“, – წერს შაჰინი.
6 მაისს -ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act). („საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“). კანონის მისაღებად 218 ხმა იყო საკმარისი, თუმცა დოკუმენტს მხარი 349-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 42. ეს 80%-იანი მხარდაჭერაა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი არიან.
ზურა ჯაფარიძე 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით დააკავეს. მას ბრალად ედება „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ს (50 000 ლარი), სა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ირაკლი ოქრუაშვილს (20 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), ს (50 000 ლარი), ს (30 000 ლარი).
გირაო დათქმულ ვადაში არ გადაიხადა არც ირაკლი ოქრუაშვილმა – ის სასამართლო სხდომათა დარბაზში 14 მაისს დააკავეს. გირაოს თანხის გადახდას არ გეგმავენ არც ნიკა გვარამია და ნიკა მელია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ