სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი პრემიერ კობახიძეს შეხვდნენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო--ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე“.
„მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღების აუცილებლობას და ამისთვის ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და საიმედო მოკავშირედ და იმედოვნებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების დადებით დინამიკას დაუბრუნდება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ის ელჩი , საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
პრემიერმა კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში შეხვედრის შემდეგ დაწერა:
„კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები და ხელი შევუწყოთ მეტ განვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“.
ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. აშშ-ის საელჩომ ინფორმაციის გავრცელების დროს ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტი ორპარტიულია.
სენატორი და კონგრესმენი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამერიკელი მაღალჩინოსნები ხვალ, 11 აგვისტოს ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
ეს არის აშშ-ის სენატორისა და კონგრესმენის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ აშშ-მა საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერა. უცნობია, უკავშირდება თუ არა მათი ვიზიტი „აგენტების კანონის“ მიღებას.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება. ასევე საუბარია იმ პროექტების შეჩერებაზე, რომლებსაც აშშ საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ახორციელებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”