სენატორი შაჰინის და კონგრესმენი ტერნერის განცხადებები საქართველოში ვიზიტის შემდეგ

აშშ-ის დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ და მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, -ში დაბრუნების შემდეგ ვიზიტის შესახებ განცხადებას აქვეყნებენ.
განცხადების დასაწყისში აღნიშნულია, რომ შაჰინი და ტერნერი კვლავაც ადასტურებენ აშშ-ის ორპარტიულ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, რაც საქართველოში ვიზიტისასაც აღნიშნეს.
სენატორი შაჰინი ამბობს, რომ რამდენადაც აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს, იმდენადვე უმოქმედოდ ვერ შეხვდება დემოკრატიის დაღმასვლას საქართველოში და ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლურ რიტორიკას.
„ისეთი ავტორიტარული ქვეყნების მზარდი აგრესიის ფონზე, როგორიც ა და რომელიც საქართველოში 16 წლის წინ შემოიჭრა, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლებისა, რომ ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩვენი შეხვედრების დროს მთავრობის მაღალჩინოსნებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისკენ მისწრაფებას. მაგრამ მკაფიოდ აღვნიშნეთ ასევე, რომ თვალს არ დავხუჭავთ დემოკრატიული განვითარების გზიდან განდგომაზე და შტატებისკენ მიმართულ ცრუ ბრალდებებზე. ჩვენ უნდა გავხდეთ მოწმეები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა ოქტომბერში. ჩვენ უნდა ვიხილოთ კეთილსინდისიერი შრომა უცხოური აგენტების შესახებ კანონის გასაუქმებლად, რამდენადაც მას უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. პირველი ნაბიჯი საიმისოდ, რომ კალაპოტს დავუბრუნდეთ, საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველით მათ წინადადებებს“, — ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი ვიზიტის შემდგომ განცხადებაში.
განცხადებას ავრცელებს კონგრესმენი მაიკ ტერნერიც და აღნიშნავს, რომ აშშ და ევროკავშირი შეშფოთებულია ანტიდემოკრატიული ქმედებებით საქართველოში და გარდაუვალად აუცილებელია ოქტომბერში სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება.
„აშშ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე იყო რეგიონში. თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული, ძლიერ შეშფოთებას იწვევს აშშ-სა და ევროკავშირში. მე და სენატორმა შაჰინმა მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება აშშ-ის ორივე პარტიასა და ორივე პალატაში საერთოა. აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება შტატების ადმინისტრაციის ცვლილებით. გარდაუვალად აუცილებელია, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. მადლიერი ვარ სენატორი შაჰინის მისი ურყევი ერთგულების გამო აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიმართ და კიდევ მიწვევისთვის, რომ საქართველოს ამ კრიტიკულ დროს მასთან ერთად ვსტუმრებოდი“, — განაცხადა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა.
გასულ თვეში სენატორმა ჯინ შაჰინმა, სენატორ ჯიმ რიშთან ერთად, გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მოიწონა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, დაეპაუზებინა საქართველოს მთავრობის 95-მილიონ დოლარიანი დახმარება რუსული კანონის მიღების გამო.
მაისში სენატორებმა შაჰინმა, რიშმა, კარდინმა, რიკეტსმა, კუნსმა და გრეჰემმა წარმოადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებსა და კონკრეტულ პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა კორუფციის, ადამიანის უფლებათა რღვევის, უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების ხელშეწყობის გამო. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომელსაც ურყევად სურს უფრო დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავალი.
სენატორებმა შაჰინმა და რიშმა ასევე ოფიციალური განცხადებით დაგმეს მაისში რუსული კანონის მიღება. კანონის მიღებამდე ორპარტიული წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერმინისტრ ს და მოუწოდეს, რომ კანონის მიღების გადაწყვეტილებისთვის გადაეხედათ, რამდენადაც ის რუსეთში მიღებულ მსგავს კანონებს იმეორებდა.
დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი სენატში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის უფროსი წევრია და გარდა ამისა, თავმჯდომარეობს სენატში ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების შესახებ თანამშრომლობის სუბკომიტეტს. რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეა და ასევე წევრია წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტისა.
საქართველოში 9-11 აგვისტოს ვიზიტისას ისინი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს. მათთან შეხვედრაზე უარი თქვა ბიძინა ივანიშვილმა. იმედგამაცრუებელი უწოდეს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა კობახიძესთან შეხვედრას და ივანიშვილის უარს.
შაჰინი და ტერნერი შეხვდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც, იმყოფებოდნენ საზღვრისპირა რაიონშიც.
ჯინ შაჰინმა და მაიკ ტერნერმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში დემოკრატიის დაღმასვლის გამო, რაც მოჰყვება ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას, ანტიდასავლურ რიტორიკას. მათ გააჟღერეს საკუთარი ქვეყნის პოზიცია, რომ აშშ კვლავაც ერთგულია მრავალწლიანი პარტნიორობისა საქართველოსთან, მისი ევროატლანტიკური მომავლისა და ისინი მოტივირებულნი არიან ხელი შეუწყონ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რაც ოქტომბერში გველის.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის აშშ-სგან ელოდება საქართველოსკენ ნაბიჯის გადმოდგმას გაუარესებული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. პარალელებს ავლებს რესპუბლიკელი ტრამპის მმართველობასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. თუმცა, ამავე დროს, იმ ფონზე, რომ აშშ-ის პოლიტიკა და შეშფოთება საქართველოსთან მიმართებით იდენტურია რესპუბლიკელებისა და დემოკრატებისთვის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მთავარმა სპიკერმა, მ, ამერიკელი სენატორისა და კონგრესმენის ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ მათი კრიტიკული კომენტარების მოსმენის შემდეგ რესპუბლიკელი მაიკ ტერნერი „დაგუგლა“, ცუდი ინფორმაცია წაიკითხა მის შესახებ და წუხს, რომ მსგავსი ადამიანები „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ.

ასევე დაგაინტერესებთ