სენატორი როჯერ უიკერი – მოლდოველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამარცხა კრემლის თავდასხმები და თავისუფლება აირჩია

მოლდოველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამარცხა კრემლის თავდასხმები მათ საარჩევნო სისტემაზე და თავისუფლება აირჩია, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ვულოცავ მაია სანდუს და მის პარტიას, რადგან ისინი აგრძელებენ თავიანთი ქვეყნის უფრო უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ წარმართვას“, – აცხადებს სენატორი უიკერი.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 49.99 პროცენტით პროცენტით ლიდერობს.