სენატორი რიში: აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მაგრამ მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით

“საქართველოს მთავრობამ, ამ ქმედებით, მტკიცე ნაბიჯი გადადგა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენების საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით”, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიში X-ზე წერს და “ქართული ოცნების” მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.