სენატორი ლინდსი გრემი: რაც შეეხება პუტინის რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას, მაქვს ორპარტიული კანონპროექტი თითქმის 60 თანასპონსორით

მე მეტად ვაფასებ, რომ -ს პრეზიდენტი და მისი გუნდი დაუღალავად – ღირსეული და სამართლიანი გზით შრომობს ში ომის დასასრულებლად, რომელიც პუტინის ბარბაროსული შეჭრით დაიწყო.

რაც შეეხება პუტინის რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას, მაქვს ორპარტიული კანონპროექტი თითქმის 60 თანასპონსორით, რომლითაც რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირის, ურანის ან სხვა საქონლის შემსყიდველ ქვეყნებს მეორადი სანქციები დაუწესდებოდათ.

სენატი მზად არის, ამ მიმართულებით იმოქმედოს და ასეც გააკეთებს, თუ ღირსეულ, სამართლიან და მდგრად მშვიდობაზე არ დათანხმდება.

X-ზე წერს ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი დონალდ ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტის შესახებ, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით რუსეთზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად “მეორადი სანქციები” და “საბანკო გზები” დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან