სენატორი კრუზი: შესაძლოა, მომდევნო 6 თვეში ირანში, ვენესუელასა და კუბაში რეჟიმები დაემხონ

სრულად შესაძლებელია, რომ მომდევნო ექვს თვეში ირანში, ვენესუელასა და კუბაში რეჟიმების დამხობა ვიხილოთ და შესაძლოა, ასევე ვნახოთ, რომ ისინი ისეთმა მთავრობებმა ჩაანაცვლონ, რომლებსაც -სთან მეგობრობა სურთ. […] თუ ეს მოხდება, ეს ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილება იქნება, როცა ამერიკამ ცივი ომი ერთი ტყვიის გასროლის გარეშე მოიგო. პრეზიდენტ ტრამპს გუშინწინ ველაპარაკე და კონკრეტულად ირანზე ვილაპარაკეთ. მე ვუთხარი, რომ ამ წუთებში რეჟიმი რყევას განიცდის, აიათოლას ბოლო დღეები აქვს დარჩენილი და მე ვუთხარი, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას, განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, ტედ კრუზმა Fox News-თან ინტერვიუში.