სენატორი: ეჭვგარეშეა, პუტინს იმავეს მიღწევა სურს საქართველოში, რისიც ბელარუსში

რესპუბლიკელი სენატორის, -ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარის, როჯერ უიკერის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს საქართველოში იმავეს მიღწევა სურს, რაც ბელარუსში შეძლო.
ამის შესახებ სენატორმა ჰელსინკის კომისიაში სთან დაკავშირებით მოსმენაზე განაცხადა. ჰელსინკის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განიხილეს, რა შედეგებს გამოიწვევს რეგიონსა და მსოფლიოში ის, თუ რუსეთს ში გამარჯვების გამოცხადების საშუალებას მისცემენ. ყურადღება გამახვილდა მოლდოვაზე, სომხეთზე, საქართველოსა და ბელარუსზე, როგორც ქვეყნებზე, სადაც ს გამარჯვების შედეგები მყისიერი იქნება და შესაძლოა ეგზისტენციალურიც.
საქართველოზე საუბრისას სენატორმა უიკერმა აღნიშნა, რომ „ქართულს ოცნება“ ს პარტნიორად ჩამოყალიბდა და შეუძლია კორუფციასა და რეპრესიებში ჩაერთოს პასუხისმგებლობის გარეშე, ისევე როგორც ამას მოსკოვი აკეთებს.
„ბელარუსი წარმოადგენს რეგიონში რუსეთის მიზნის ნათელ მაგალითს – სახელმწიფოს ანექსია, რომელიც ყველაფერშია, გარდა სახელისა. ვლადიმერ პუტინმა ბელარუსი ნელ-ნელა დაიპყრო, ეკონომიკური ინტეგრაციის ერთი შეხედვით უწყინარი გეგმებით დაიწყო და საბოლოოდ ბელარუსი რუსული იარაღისა და ჯარების განსათავსებლად გამოიყენა, რუსეთის ფიზიკური ყოფნა ნატოს საზღვრებამდე გააფართოვა.
დასავლეთს, შესაძლოა, არ სურდა, კიდევ ერთ პრობლემურ დიქტატორთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, ურთიერთობა. მან პრობლემა სერიოზულად არ მიიღო მანამ, სანამ ძალიან გვიანი არ იყო და მოსკოვის რეპრესიული აპარატის დახმარებით, თითქმის მთელი ოპოზიცია იძულებული გახდა ბელარუსიდან გაქცეულიყო.
ეჭვგარეშეა, პუტინს იმავეს მიღწევა სურს საქართველოში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩერა. სამწუხაროდ, შემიძლია დავამატო, მაგრამ ევროპისთვის ზურგის შექცევით და რუსეთის, როგორც პარტნიორად, ჩამოყალიბებით, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია კორუფციასა და რეპრესიებში ჩაერთოს პასუხისმგებლობის გარეშე, ისევე როგორც მათი უფროსი პარტნიორი მოსკოვში“, – განაცხადა როჯერ უიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა