სენატორი დეინსი სალომე ზურაბიშვილსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა

რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
საქართველოში -ის საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს.
“სენატორი დეინსი სალომე ზურაბიშვილს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა, რათა განეხილათ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა შეერთებული შტატებისთვის, ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაპატიმრებების გამო გამოთქმული შეშფოთება და პროდასავლური საქართველოს საჭიროება რეგიონში კეთილდღეობის, პროგრესისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია განცხადებაში.
სენატორი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი საც შეხვდა.
სენატორის საქართველოში ვიზიტის შესახებ აშშ-ის საელჩომ დილით დაწერა. მათი თქმით, ის გააჟღერებს ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ.