სენატორი დეინსი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი ირაკლი სთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, შეხვედრაზე გაჟღერდა მოწოდება, რომ საქართველომ მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან.
“სენატორი დეინსი დღეს მიესალმა საქართველოს პრემიერმინისტრ კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილა -საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები.
სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კობახიძის პრესსამსახურმაც.