სენატორი გრეჰემი: მივმართავ უნგრეთს, თურქეთს და სლოვაკეთს – თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვადევნებთ თვალს თქვენს მცდელობებს, შეარყიოთ ამერიკის სანქციები რუსულ ნავთობზე, ძალიან ცდებით

სენატორი გრეჰემი უნგრეთს, თურქეთს და სლოვაკეთს მიმართავს 🔊
“მივმართავ უნგრეთს, თურქეთს და სლოვაკეთს – თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვადევნებთ თვალს თქვენს მცდელობებს, შეარყიოთ ამერიკის სანქციები რუსულ ნავთობზე, ძალიან ცდებით.
როდესაც კრემლს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისკენ მიმართული ამერიკული ძალისხმევის შესახებ ჰკითხეს, მათ განაცხადეს, რომ კარგ ფასად ხარისხიან პროდუქტს გვთავაზობენ, თუმცა მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. პროდუქტი, რომელსაც გვთავაზობს და შემოსავალი, რომელსაც ის იღებს, კვებავს პუტინის შესაძლებლობას, მოკლას უდანაშაულო უკრაინელები და გააგრძელოს სისხლისღვრელი ომი. რუსული ნავთობის ყიდვა არ არის კარგი ბიზნეს გარიგება. ეს არის ტერორიზმის, სიკვდილისა და ნგრევის დაფინანსება.”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე