სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი – საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა

საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აცხადებენ.
სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა -ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„მივესალმებით განცხადებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ მისი გადაწყვეტილების საპასუხოდ, აღასრულოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შევიწროებისთვის, რომლებიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ მოსკოვისგან დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად უჭერს მხარს დემოკრატიულ ძალისხმევასა და რეფორმებს, მუშაობს მთავრობასთან მისი ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად 2008 წელს ს მიერ სამხრეთ ოსეთისა და ს ანექსიის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა. დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სენატორების განცხადებით, დახმარების შეჩერების გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ ტრანსატლანტიკური მომავლისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების ერთგული რჩება.
„სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა ჩვენი კანონპროექტის, „ქართველი ხალხის აქტის“, დებულებას ასახავს, რომელიც საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების გადახედვას მოითხოვდა. ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას დააკისრებს და ქართველ ხალხს დემოკრატიული გზის გაგრძელებაში დაეხმარება. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა განაახლოს თანამშრომლობა, როდესაც ხელისუფლება ჩვენი საერთო მიზნების მიმართ ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს“, – აცხადებენ სენატორები.

ასევე დაგაინტერესებთ