სენატორები: “ოცნება” ანტიდემოკრატიული მოქმედებებით ლუკაშენკოს რეჟიმს ემსგავსება

აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორმა როჯერ უიკერმა და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ სენატში MEGOBARI აქტის სწრაფად მიღებას უჭერენ მხარს.
მათივე თქმით, “ქართული ოცნება ცდილობს ჩაახშოს დამოუკიდებელი ხმები და ანტიდემოკრატიული ქმედებებით ლუკაშენკოს რეჟიმს ემსგავსება.
როგორც სენატორები განცხადებაში აღნიშნავენ, დემოკრატიული მთავრობები ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიას, ებრძვიან კრემლის პროპაგანდას, საფრთხედ არ უნდა აღიქვამდნენ.
„ქართული ოცნების“ მთავრობა აგრესიულად ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას დამოუკიდებელი ხმების ჩახშობით – ანტიდემოკრატიული მოქმედებებით, რომლებიც ბელარუსის ლიდერის, ლუკაშენკოს რეჟიმს ჰგავს.
სამოქალაქო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ინფორმაციის მოცულობა, სავარაუდოდ, უკანონოა და იმდენად ვრცელია, რომ შეუძლებელს ხდის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ქართული ოცნების ქმედებები, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, მიზნად ისახავს ორგანიზაციების – Civil Society Foundation, Economic Policy Research Center, TI Georgia, Sapari, Future Academy, Media Development Foundation და ISFED – საქმიანობის პარალიზებას.
ამასთან ერთად, “ქართულმა ოცნებამ” გააძლიერა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიები – რამდენიმე პრო-დემოკრატიული ლიდერი დააკავეს და პოლიტიკური მოტივებით მიუსაჯეს პატიმრობა.
პირდაპირ რომ ვთქვათ, დემოკრატიული მთავრობები ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიას, ებრძვიან კრემლის პროპაგანდას, კორუფციას და იცავენ ქალებისა და ახალგაზრდების უფლებებს, არ უნდა აღიქვამდნენ როგორც საფრთხეს. ისევე, როგორც ეს ორგანიზაციები იცავენ საქართველოს მოქალაქეთა და მამხილებელთა პერსონალურ მონაცემებს მთავრობის გადაჭარბებული ჩარევისგან, ჩვენ გავაგრძელებთ ხმამაღლა საუბარს და ვიმუშავებთ შესაბამისი კანონმდებლობის მიღებაზე. ამ მიზნით, მხარს ვუჭერთ ორპარტიული MEGOBARI აქტის მიღებას სენატში”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პუტინი გადატრიალებას უწოდებდა „ვარდების რევოლუციას“, იდენტურია, რასაც საუბრობენ წულუკიანი და პუტინი – ჩვენ დიდ შეცდომად მივიჩნევთ, რომ ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლებად ყოფნის, ალბათ, მაშინ ვერ გამოვერკვიეთ მის ძირებს