სენატორებთან განვიხილე რუსეთის უკანონო გეგმები აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნაზე – ზურაბიშვილი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტი -ის სენატორებს, ჯინ შაჰინსა და ტომ ტილისს, შეხვდა.
ზურაბიშვილის თქმით, სენატორებთან შეხვედრისას ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ ისაუბრეს.
„მადლობა გადავუხადე სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ ტომ ტილისს -ს მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროკავშორსა და ნატოში ჩვენი ინტეგრაციის გზაზე.
ასევე, განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ხაზი გაესვა რუსეთის საგანგაშოდ უკანონო გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ“, – დაწერა ზურაბიშვილმა X-ზე.
ოკუპირებლ რეგიონში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება.
ბჟანიას განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ოპოზიციურ წრეებში. საგარეო უწყებამ მოსკოვის პოლიტიკა დაგმო, ოპოზიციაში კი საქართველოსთვის გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ.
სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატო-ს თავს დაესხმებიან, მაშინ ალიანსი იმოქმედებს.
მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ალიანსის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილია. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)