სენატმა რატკლიფი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორად დაამტკიცა

ამერიკელმა კანონმდებლებმა სენატში ხმა მისცეს პრეზიდენტ ს მიერ ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრად შერჩეულ მეორე წამყვან კანდიდატს. 23 იანვარს გამართულ კენჭისყრაზე, 74 ხმით 25-ის წინააღმდეგ, ჯონ რატკლიფი ქვეყნის დაზვერვის მთავარი სამსახურის – დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს – დირექტორად დაამტკიცეს. მანამდე, 20 იანვარს სენატმა მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა.
რატკლიფი ტრამპის პირველი ვადის ბოლოს, ეროვნული დაზვერვის დირექტორად მუშაობდა. ახალ პოსტზე მუშაობას ის იმავე დღეს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ფიცის დადების შემდეგ შეუდგა. ვენსმა რატკლიფს “დიდი პატრიოტი” უწოდა და თქვა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტის ნდობა აქვს.
რატკლიფი ახლა უხელმძღვანელებს შეერთებული შტატების წამყვანი სადაზვერვო სააგენტოს ოპერაციებს. ფედერალურ სააგენტოს ტრამპი და რესპუბლიკელები ხშირად აკრიტიკებდნენ არასწორი მუშაობისთვის ისეთ ადგილებში, როგორიცაა , ავღანეთი და ახლო აღმოსავლეთი.
რატკლიფმა სენატში გასულ კვირას გამართულ მოსმენაზე მიანიშნა, რომ ის სააგენტოში მნიშვნელოვან ცვლილებებს გაატარებს. მან განაცხადა, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტო უფრო აგრესიული უნდა იყოს როგორც ადამიანებისგან სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების საქმეში, ისე ამერიკის მტრების მიმართ. დამტკიცების შემთხვევაში, რატკლიფმა პირობა დადო, რომ “სირთულის მიუხედავად”, ამ ამოცანას წარმატებით შეასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საბჭო – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ

ალექსანდრე დარახველიძე – გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს – თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად