სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიზანი საფრანგეთში უცხოური ჩარევის, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის ჩარევის აღკვეთაა

სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიზანი საფრანგეთში უცხოური ჩარევის, მათ შორის სა და ჩინეთის ჩარევის აღკვეთაა, – ინფორმაციას გამოცემა publicsenat.fr ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტექსტი, რომელზედაც დებატები 22 მაისს გაიმართა ითვალისწინებს რეესტრის შექმნას, სადაც უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური ინტერესების წარმომადგენლები. ის ასევე უფლებას აძლევს სადაზვერვო სამსახურებს, გამოიყენონ ალგორითმები ჩარევის ოპერაციების გამოსავლენად, ეს არის დებულება, რომელმაც მემარცხენეების მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია.
ტექსტის პირველი მუხლი ითვალისწინებს რეესტრის შექმნას, სადაც თავიანთი თავის შესახებ უნდა განაცხადონ საფრანგეთში უცხოური ინტერესების წარმომადგენლებმა, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების გარდა.
სენატში იურიდიულმა კომიტეტმა შეცვალა ტექსტი, რათა დაეზუსტებინა ადამიანთა ის წრე, რომლებიც ამ დეკლარაციის ვალდებულებას ექვემდებარებიან. ფართო სპექტრი იურისტებსა და ჟურნალისტებსაც მოიცავს, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს ცვლილებით სურდათ მათი გამორიცხვა, თუმცა ცვლილება არ მიიღეს.
„ჩვენ გამოვკითხეთ მრავალი სადაზვერვო სამსახური, რომლებმაც დაგვიმტკიცეს, რომ მათ დააფიქსირეს ჩარევის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გამოყენებული იყო იურიდიული კონსულტაციის ან ჟურნალისტიკის გზას“, – განაცხადა სენატორმა აგნეს კანაიერმა, რომელმაც ტექსტთან დაკავშირებით მოხსენება წარდგინა და ხაზი გაუსვას მისი მიღების აქტუალურობას.
რეესტრი საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესმა ორგანომ უნდა მართოს.
„რიცხვები აბსოლუტურად საშინელია. დეზინფორმაციული ორგანოების აგენტები რუსეთში ასობით ათასია, ჩინეთში რამდენიმე მილიონი. კანონით გათვალისწინებული რეესტრი, რომელზეც ვაპირებთ კენჭისყრას, გადაეცემა საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლეს ორგანოს, რომელსაც 71 აგენტი ჰყავს“, – განაცხადა სენატორმა კლოდ მალჰურეტმა და „ძალების წარმოუდგენელი არაპროპორციულობა“ გააპროტესტა.
უცხოური გავლენის მონიტორინგის გარდა, შეთავაზებული კანონი ასევე მნიშვნელოვნად აძლიერებს საგამოძიებო საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია დაზვერვის სამსახურებისთვის ჩარევის ოპერაციების გამოსავლენად. ოთხი წლის განმავლობაში გამომძიებლებს შეეძლებათ ექსპერიმენტების ჩატარება ალგორითმების გამოყენებით საეჭვო ონლაინ აქტივობებისა და კავშირების აღმოჩენისთვის.
კანონის ამ მუხლმა მემარცხენეების კრიტიკა გამოიწვია და კომუნისტების ჯგუფმა ის ტექსტის საბოლოო კენჭისყრაში წითელ ხაზადაც კი დაასახელა.
„ჩვენ ვწირავთ ჩვენს კანონის უზენაესობას უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის სამსხვერპლოზე“, – განაცხადა კომუნისტმა სენატორმა პასკალ სავოლდელმა.