სენატმა დაამტკიცა დაფინანსების შესახებ კანონპროექტი, რომელმაც „შათდაუნი“ უნდა დაასრულოს

-ის სენატმა მთავრობის დახურვის დასრულების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია მიიღო და წარმომადგენელთა პალატას გადაუგზავნა.
კანონპროექტს 60-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 40-ი კი წინააღმდეგი წავიდა.
CNN-ის ინფორმაციით, სენატის „დემოკრატი“ წევრების მცირე ჯგუფმა „რესპუბლიკელებთან“ ერთად მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნისკენ მიმართულ დაფინანსების ზომებს მიუხედავად იმისა, რომ უზრუნველყოფილი არ ყოფილა მათი პარტიის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებდა „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის“ ფარგლებში გაძლიერებული სუბსიდიების გაგრძელებას, რაც მილიონობით ამერიკელს დაზღვევის შეძენაში ეხმარება.
ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი “შათდაუნის” დასრულებისთვის საჭიროა, რომ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამაც მიიღოს, სადაც კენჭისყრა ოთხშაბათს არის მოსალოდნელი.
კანონპროექტი ამის შემდეგ თეთრ სახლში გადაიგზავნება, სადაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უნდა მოაწეროს, რაც მთავრობის ხელახლა გახსნისკენ გადადგმული ბოლო ნაბიჯი იქნება.
შეგახსენებთ, -ში ე.წ. „შათდაუნი“ 40-ზე მეტი დღეა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ