სენაკში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა

სენაკში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, წყლის მილი, რომელიც ამწეს გადაჰქონდა, გადმოვარდა და ერთ-ერთ მუშას დაეცა.
მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)