სენაკში ცოტა ხნის წინ ტაქსის სალონში დაგროვილი გაზი აალდა | ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “გურია ნიუსი” ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი – მძღოლი და ერთი მგზავრი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.