სენაკში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ სენაკში „ს“ დაყაჩაღებაში ბრალდებული 28 წლის პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
ბრალდება, რასაც მას ედავებიან, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების თანახმად, ბრალდებული პარასკევს, 26 იანვარს სენაკში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, „ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.
პოლიციის თანახმად, ის ყაჩაღობიდან რამდენიმე წუთში დააკავეს და „დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა