სენაკში მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პირად შემადგენლობას ბრიგადის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
„ირაკლი ჩიქოვანმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში მე-2 ქვეითი ბრიგადის როლი აღნიშნა. მან მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეებს ბრიგადის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
დღესვე, სენაკში მე-2 ქვეითი ბრიგადის დროშის გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. ბრიგადის ახალ მეთაურს, პოლკოვნიკ, ირაკლი კალანდაძეს ყოფილმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა, ირაკლი ჭითანავამ დროშა ოფიციალურად გადააბარა.
ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, კობა გრიგოლიამ და მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა, ირაკლი კალანდაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა სამხედრო ბრიგადის კუთვნილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ

პრემიერი – პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი