სენაკში მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. ქალი დაშავდა და ის კლინიკა “არქიმედეშია” გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამ წუთებში შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
ავარიის სავარაუდო მიზეზი ცუდი ხილვადობა და გადაჭარბებული სიჩქარეა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ემა გოგოხია