სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
