სენაკის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებას ამჯერად სენაკში მე-2 ქვეითმა ბრიგადამ უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს და მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვეს.
„სენაკის სამხედრო ბაზაზე ბავშვებს სხვადასხვა გასართობი პროგრამა შესთავაზეს. მათთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. მოეწყო საახალწლო სოფელიც, სადაც პატარებმა თოვლის ბაბუასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საჩუქრები მიიღეს. სამხედროების შვილებს ბრიგადაში არსებული ტექნიკისა და აღჭურვილობის დათვალიერების საშუალებაც მიეცათ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)